saqarTvelos mdinareebi - lekTaSeri

ტერიტორიული ერთეულები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სათავე ეგრისის ქედი
სიგრძე 16 კმ
აუზის ფართობი 69,6 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2,79 მ³/წმ

 

სინონიმი: დევაში.

მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2420 მ. სიგრძე 16 კმ. აუზის ფართობი 69,6 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები -ზაფხულსა და შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,79 მ3/წმ.